„მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას, მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული" - ალენ გინზბერგის ეს ფრაზა ლექსიდან “ყმუილი” თითქოს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებ ამერიკელ საზოგადოებას სარკეში ახედებდა, რომელშიც მკაფიოდ ირეკლებოდა ცივი ომის გაციებული და გაუცხოებული ადამიანების რეალობა. მათი შიში. სევდა. მომავალი, რომელსაც ატომური ეპოქა აბუნდოვნებდა. ირეკლებოდა თავისუფლების წყურვილი და მეამბოხეთა ვნება.
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, ჯეკ კერუაკმა, ალენ გინზბერგმა და უილიამ ბეროუზმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი. სწორედ რომ ამ სამმა ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი ბიტ მოძრაობას. “Beat Generation” ჯეკ კერუაკმა პირველად 1948 წელს გამოიყენა. მათთვის “Beat” ნიშნავს დაღლილს, რიტმს. ასოცირდება beatitude-თან და ნეტარების მნიშვნელობასაც იძენს.
ლიტერატურულმა მოძრაობამ, რომელიც მე-20 საუკუნის 40-70-იან წლებში არსებობდა, დიდი გავლენა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზოგადოების იდეოლოგიაზე, კულტურასა თუ პოლიტიკაზე. მათთვის დამახასიათებელი იყო საზოგადოებაში მიღებული სტანდარტებისა და ღირებულებების უარყოფა. ისინი უარს ამბობდნენ ამერიკულ ოცნებაზე, მატერიალისტურ საზოგადოებასა და ცხოვრებაზე, ქორწინებაზე, რელიგიაზე, უმაღლეს განათლებაზე. მათ ბიძგი მისცეს და გაანთავისუფლეს იმდროინდელი საზოგადოების წლების ნაგროვები პროტესტი. ბიტ თაობა აერთიანებდა ახალგაზრდა მწერლებსა და პოეტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ძვრებს და მიიჩნევდნენ, რომ მათი აზროვნება რაღაც ახლის დასაწყისი გახდებოდა.
აღსანიშნავია,
კერუაკის წიგნი “ გზაზე”, რომელიც ბიტ თაობის საკულტო რომანია. მწერალმა ამ წიგნით ნათლად დაგვანახა ომის შემდგომი დაღლილი თაობის სურვილები და მისწრაფებები. მათი თავგადასავლები და ნარკოტიკული თრობისგან მიღებული განცდები და შთაბეჭდილებები.
კერუაკის თანამეამბოხის უილიამ ბეროუზის ბიოგრაფიული რომანი “ჯანქი” არანაკლებ გავლენას ახდენს ბიტ ლიტერატურაზე. ბეროუზი თავისუფლად საუბრობს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საკუთარ გამოცდილებაზე და არც ნარკოდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოების შეხედულება რჩება მისი ყურადღების მიღმა. “ სიცარიელე კი უფრო საშიშია, ვიდრე ჯანქი. ჯანქი ხომ უბრალოდ ცხოვრების წესია.” - წერს ბეროუზი. აღსანიშნავია ბიტნიკი ქალები, რომელთა შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. მათი უმეტესობის ნაწარმოებები არც კი გამოქვეყნებულა.
ბიტ თაობის ერთ დროს აკრძალული ლიტერატურა, რომელიც ახლა კლასიკადაა ქცეული, მოუროდებლად აღწერს რეალურ ტრაგედიებს. ბიტნიკებისთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობები და თავისუფლება. სწორედ მათი დამსახურებით ამერიკაში გაჩნდა ლიბერალური შეხედულებები, მოხდა ლიტერატურის ლიბერალიზაცია და სექსუალური რევოლუცია. ბიტნიკები ღიად საუბრობდნენ ჰომოსექსუალიზმზე. ცდილობდნენ მათ წინ მდგარი სამყაროსთვის ფარდა აეხადათ და გაეშიშვლებინათ. შეულამაზებლად, რეალური სახით წარმოეჩინათ. მუსიკითა და ნარკოტიკებით გაბრუებულმა, თავგადასავლების მოყვარულმა თაობამ, შეძლო და გარდამტეხი ცვლილება მოახდინა მე-20 საუკუნის კულტურაში, ლიტერატურასა თუ საზოგადოების ცნობიერებაში.