ავტორის შესახებ: ანი გემაზაშვილი 5 წლიდან ხატავს. დაამთავრა სამხატვრო სკოლის ათწლედი და სამხატვრო აკადემია. როგორც თავად ამბობს, მისი მუზა მისივე ემოციებია. თვლის, რომ ემოციები ყოველთვის თამაშობენ განწყობის მიხედვით, შესაბამისად მისი ნახატები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ინსპირაციის წყაროდ მუსიკას, ადამიანებსა და ადგილებს მიიჩნევს.