ძველი ქართული ფილმების მიმართ ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა რეალურად, არსებობს ფილმები,რომელთა ,,შეხსენება'' ახალ თაობას ბევრ ახალ აღმოჩენაში დაეხმარება.დღეს ვისაუბრებ ფილმზე,რომლის ნახვის შემდეგ, ერთ-ერთი ქართველი რეჟისორის ანტისაბჭოური და თავისუფლებისკენ მიმართული იდეები დავინახე.
ოთარ იოსელიანმა ფილმი ,,გიორგობისთვე'' 1966 წელს გადაიღო.გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა ღირებულებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ფილმი ასევე საბჭოთა კრიტიკამ დაიწუნა.მას ანტიქართული და დამამცირებელი უწოდეს.
რეჟისორი საინტერესოდ აღწერს იმ დროისთვის საზოგადოებაში მიღებულ სოციალურ როლებს.მთავარი გმირი ,,ნიკო'' ბრმად არაფერს აკეთებს და საკუთარი ღირებულებები კარგად აქვს გააზრებული.ამასთან, იგი ,,დემოკრატიულ'', ჯანსაღ გარემოში იზრდება.ამ ყველაფრის ფონზე,მისი სხვა კოლეგები ,რომლებთანაც ერთად ღვინის ქარხანაში მუშაობს,ინდიფერენტულები და ინერციით მცხოვრები საზოგადოების წევრები არიან.მათ შეუძლიათ გეგმის შესრულების მიზნით,უხარისხო ღვინო ჩამოასხან და ამით იამაყონ.

იმის მიუხედავად,რომ მთავარი გმირის სრული ძლიერება სიუჟეტის დასწყისში არ ჩანს,იგი დასასრულს საკუთარ თავში სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებას აღმოაჩენს.სავარაუდოა,რომ მაყურებელს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა და არსებული მმართველობის სრულ კრახს ელოდა.თუმცა,ვფიქრობ ოთარ იოსელიანმა მიგვანიშნა,რომ სისტემის რღვევა საკუთარ თავში არსებული სტერეოტიპების რღვევით იწყება.
ფილმში დაწვრილებითაა აღწერილი ძველი თბილისის ცხოვრება.ის თუ რა უჭირდათ,რაზე მსჯელობდნენ და როგორ ერთობოდნენ ადამიანები საბჭოთა კავშირის 60-იან წლებში.
,,გიორგობისთვეს '' ერთი ღვინის ქარხნის მიღმაც მივყავართ და ადამიანურ სისუსტეზე,ბედთან შეგუებაზე,მატერიალისტური ბუნების ნაკლსა და ჩაკეტილ სისტემაში მყოფ პირთა ინდივიდუალიზმის გაქრობაზე დაგვაქფირებს.
ფილმის დასასრულს ,,ნიკო'' ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის.საინტერესო რეჟისორული გადაწყვეტაა,რომ მას ამითვის კი არ დასჯიან არამედ, შეაქებენ.შემეძლო ფინალის შესახებ არაფერი მეთქვა,მაგრამ აღნიშნული მონათხრობი მის სანახავად მიმართული მხოლოდ პატარა ბიძგია...