როცა ფილმის რეჟისორი კვენტინ ტარანტინოა ,ხოლო მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდი დიკაპრიო ასრულებენ მაყურებელი გარკვეულ მოლოდინს წინასწარ იქმნის.თუმცა, თუ ამ ნამუშევარს კარგად ჩავუღრმავდებით, იგი იმაზე მეტად შთამბეჭდავი გამოდგება ვიდრე ველოდით.
ტარანტინოს განსაკუთრებულ რეჟისორულ ხედვებზე საუბრით დროს აღარ დავკარგავ და დასაწყისში იმ მოვლენასა და ადამიანებს გავიხსენებ,რომელთა შესახებ ზოგმა უკვე იცოდა,ზოგმა კი ამ ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყო.
ჩარლზ მენსონი მუსიკოსი და ფერმერი იყო.1960-იან წლებში იგი "მენსონის ოჯახს" ხელმძღვანელობდა, რომელშიც მისი მიმდევრები იყვნენ გაწევრიანებულნი.1969 წლის 8 აგვისტოს, მენსონმა ,,ოჯახის წევრები’’ ცნობილი მუსიკოსის ტერი მელჩერის ნაქირავებ სახლში გაგზავნა.იგი მელჩერს დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა კარიერული წინსვლისთვის დახმარებას. რეალურად,სახლში,რომელშიც ყველა უნდა ,,გაენადგურებინათ’’,ცნობილი რეჟისორი რომან პოლანსკი ცხოვრობდა.მიმდევრებმა სულ 7 ადამიანი მოკლეს, მათ შორის იყო რომან პოლანსკის ორსული ცოლი შერონ ტეიტი...
ტარანტინოს ფილმში ეს ისტორია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,განსაკუთრებით კი ფილმის დასასრულ ნაწილში.თუმცა, ,,ერთხელ ჰოლივუდში’’ არ არის ფილმი ერთ კონკრეტულ თემაზე.იმის მიუხედავად,რომ თავად რეჟისორმა იგი ძველ,დიდ კინოს მიუძღვნა,ნამუშევარში საოცრად არის აღწერილი 70-იანების ამერიკა,ის ცვლილებები და გამოწვევები რაც საზოგადოებაში ტრიალებდა.აღსანიშნავია ჰიპების ტარანტინოსეული ხედვა და არანაკლებ გასაოცარია ფილმის მუსიკა.რთულია არ აღფრთოვანდე როდესაც ,,Deep Purple,,-ის, Roy Head-ისა და Neli Diamond-ის მუსიკას ისმენ.განსაკუთრებით საინტერესოა ფილმის გადაღების ტექნიკა,რადგან ხშირად გვინახავს ფილმები,რომლებშიც რეჟისორებს ძალიან სურდათ გასული საუკუნეების სრული სიზუსტით აღწერა,მაგრამ ეს ძალიან ხელოვნურად გამოსდიოდათ.,,ერთხელ ჰოლივუდში’’ მსგავსი რამ არ ხდება ,პირიქით, შესაძლოა თავი მართლაც ჰოლივუდის ოქროს ხანაში გვეგონოს.
რეჟისორი აღწერს ამერიკული კინოს იმ დიდებას,რომელიც მისთვის უკვე დასრულდა.ცალკე აღსანიშნავია მსახიობის პროფესიული კრიზისი და მისი კარიერული ცვლილებებით გამოწვეული შფოთი.ასევე,ფილმში კარგად ჩანს როგორ შეიძლება ერთი ხელოვანი,რომელასაც სხვები არცთუ ისე მარტივად ცნობენ,მაგრამ საკუთარი საქმე ძალიან ხიბლავს,რამდენად შეიძლება თავის როლით მოხიბლული იყოს.ამავდროულად,ვხედავთ მეორე მსახიობის საკუთარ თავთან დაუსრულებელ ჭიდილს.ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა ბრედ პიტის პერსონაჟი და მისი ცხოვრებისეული ღირებულებები,რომელითაც შესაძლოა უბრალო კასკადიორი, დიდ ვარსკვლავებზე ბევრად მაღლა იდგეს.
ტარანტინოს ამ ნამუშევარზე საუბარი გულწრფელად,დაუსრულებლად შეიძლება,მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვყო ფილმის ფინალი,რომელსაც აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადავყავართ.
უკვე აღიარებულია თუ რამდენად ოსტატურად შეუძლია ტარანტინოს ყველაზე სისხლიანი და სასტიკი სცენების მიმდინარეობის დროს მაყურებელი გულიანად გაახალისოს.უცნაურია,როდესაც მომაკვდავი ადამიანი აუზში ვარდება,შემდეგ მას მეორე პერსონაჟი ცეცხლს უკიდებს,შენ კი ამ დროს გაუჩერებლად იცინი,თუმცა რეჟისორის გენიალურობაც სწორედ ესაა.რაც ყველაზე მთავარია, ნამუშევრის უკანასკნელ სცენაში კამერა საოცარი სიმშვიდით გვატოვებინებს გმირების ცხოვრებას.ჩვენ კი უამრავ თავსატეხთან ერთად მარტო ვრჩებით და იმაზე ვფიქრობთ მართლაც ემსგავსება თუ არა ადამიანი იმას რასაც გამუდმებით ებრძვის?სად გადის ზღვარი როდესაც მსოფლიოში ან კონკრეტულ სფეროში დიდი ცვლილებები ხდება?რა არის ადამიანური პრინციპები და რამდენად ხშირად ვღალატობთ მათ?... ვფიქრობ,პასუხების არ ქონის შემთხვევაში მთავარია, ერთი კითხვა მაინც დაგვებადა.

|