სხვადასხვა პროფესიის მქონე შუა ხნისა და ხანში შესული მამაკაცები განსხვავებული ისტორიებით, მოგონებებით, ინტერესებითა და გემოვნებით ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს პოულობენ და მაგიური მუსიკის ვინილის მეშვეობით მოსასმენად მიწის ქვეშ არსებულ სივრცეში იკრიბებიან. როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუკი გეტყვით, რომ ეს არა ფილმის სიუჟეტი, არამედ რეალური ისტორიაა?
ყოველკვირეული შეკრების შესახებ იდეა დაახლოებით სამი წლის წინ გაჩნდა. ინფორმაცია თავდაპირველად საერთო მეგობრების, შემდეგ კი ფეისბუქ ჯგუფის მეშვეობით გავრცელდა, რომლის მიზანიც ჯგუფის წევრების დაახლოება, ინფორმაციის გაცვლა, ვინილების მოძიება და ყიდვა-გაყიდვაა. შედეგად ათობით სხვადასხვა პროფესიის მქონე მელომანი გაერთიანდა, რომლებიც ისეთი მუსიკოსებისა და მუსიკალური ჯგუფების ალბომებს ეზიარებიან, როგორებიცაა Frank Zappa, The Doors, Black Sabath და ა.შ. შეხვედრებზე არა მხოლოდ მუსიკის მოსმენა, არამედ განხილვა, მოსაზრებების გაცვლა და კრიტიკა მიმდინარეობს. |
და მაინც, რატომ ვინილი?
პირველად იყო ვინილი.
შემდეგ რადიო, მუსიკალური ცენტრები, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით კი მუსიკის მოსმენა სმარტფონების მეშვეობით ნებისმიერ ადგილასა და სიტუაციაში შეგვიძლია. თანამედროვე სამყაროში მუსიკის უმეტესი ნაწილი ციფრულ ფორმატშია. ინტერნეტმა და ციფრულმა სივრცემ არა მხოლოდ მუსიკის მოსმენის საშუალება შეცვალა, არამედ თავად ჩვენ მიერ მოსმენილი მუსიკაც, რადგან ბევრი თანხმდება, რომ ვინილით გაჟღერებულ მუსიკას გაცილებით ცოცხალი ეფექტი აქვს და ის ლაივ კონცერტზე დასწრების ასოციაციას გვიტოვებს. ამიტომაც, მართალია 90-იანი წლებიდან ვინილის მოხმარება მკვეთრად შემცირდა, მაგრამ 2010 წლიდან მისი პოპულარობა ისევ გაიზარდა და მისი გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატებს. „ამა თუ იმ მუსიკოსმა თავისი ალბომი სწორედ ისე ჩაიფიქრა, როგორც ვინილზე ჟღერს“, - გოგა ქართველიშვილი, ვინილომანების კლუბის წევრი.
კლუბში გაერთიანებული ვინილომანების რიცხვში შედის თემურ ტონიაც, რომელიც წიგნის „ვინილომაგია, ვინილომანიის“ ავტორია. წიგნი ვინილომანების ერთგვარ „ბიბლიას“ წარმოადგენს, რადგანაც ის ბებერი ვინილის ამბებს მოგვითხრობს. წიგნში განხილულია, თუ როგორ იქცა ვინილების შეგროვება ასიათასობით მელომანისა და კოლექციონერისთვის საყვარელ საქმედ. საუბარია კულტულოროგიულ საკითხებზე და ე.წ. ხმის მატარებლებს შორის არსებულ განსხვავებებზეც, თუმცა რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, წიგნი არის არა მხოლოდ ვინილზე, არამედ იმ მელომანებზე და კოლექციონარებზე, რომლებიც ვინილით ცოცხლობდნენ.
მათ შორის არის პროფესიით ზოოლოგი თამაზ გოშაძე, რომელიც ვინილის ფირფიტების კოლექციონერია. მისი ფირფიტასთამ ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. როგორც თავად ყვება, მამას მანქანაში ფირსაკრავი ჰქონდა, რომელიც ახლაც აქვს შენახული. პირველი ვინილი ბიტლების “rubber soul” იყო, რომელიც 1966 წელს სოჩაში შეიძინა. „ოჯახის წევრებთან ერთად საყიდლებზე ვიყავი. უცებ ბიტლების ფირფიტა დავინახე და ფასი ვიკითხე. მიპასუხეს, რომ 40 მანეთი ღირდა. მივხვდი, რომ მთელ ბაზარში სხვა არაფერი მინდოდა, გარდა ამ ფირფიტისა. დედას ჩემთვის ჯინსების შეძენა გადავაფიქრებინე და ჩემი პირველი ფირფიტა შევიძინე“ - ყვება თამაზ გოშაძე, რომელიც დღეს 15 000-მდე ფირფიტის მფლობელია.
გარდა თამაზისა, ვინილომანების კლუბი აერთიანებს მხატვრებს, მშენებლებს, კინორეჟისორებს და სხვა მრავალი პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანს. თითოეული მათგანის ინტერესები და ცხოვრების წესი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი რამ - მუსიკის მაგია. მათი აზრით მუსიკა ყველას ეკუთვნის ისევე, როგორც სიყვარული, სიცოცხლე და თუნდაც სიკვდილი.

|