ყოველთვის, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ და ნეგატიური ფიქრები მთელს გონებას მოიცავს, როგორღაც ჩემთვის უცნობ და იმ წამიდან ძალიან მნიშვნელოვან სიმღერას ვაწყდები. ეს ახალი მეგობრის აღმოჩენას ჰგავს მაშინ, როდესაც ძველი სანუგეშებელს ვერაფერს გეუბნება. ბოლო ასეთ შემთხვევაში მეგობრობა არცისე ცნობილი ფრანგული ჯგუფის, M83-ის, Sunday Night 1987-მა გამიწია. ამიტომაცაა, რომ გენიალურ მუსიკოსებს შორის დღეისათვის სწორედ ის შევარჩიე. იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ენტონი გონსალესის სპირალისებურ გალაკტიკაში (სწორედ სპირალისებრი გალაქტიკის, Messier 83-ის მიხედვით შეიძინა ჯგუფმა ეს სახელწოდება), აუცილებელია იმ სიმღერის თანხლებით განაგრძოთ კითხვა, რომელიც დაწყებისთანავე დააყენებს ძველი მოგონებების სურნელს.
მართალია ჯგუფმა პირველი ალბომი 2001 წელს გამოსცა, მაგრამ ვთვლი, რომ მასში გაერთიანებული სიმღერებიდან ერთადერთში იგრძნობოდა ის ენერგეტიკა, რომელიც მან მომავალში შეიძინა/შეინარჩუნა, ისიც სულ ოდნავ. იმავეს ვიტყოდი მეორე ალბომზე, სახელად Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts. ამ პერიოდის განმავლობაში M83 ორი წევრისაგან, ენტონი გონსალესისა და ნიკოლას ფრომაჟუსგან შედგებოდა. მოგვიანებით ჯგუფი ამ უკანასკნელმა დატოვა, მესამე ალბომზე მუშაობა კი გონსალესმა მარტომ განაგრძო. სწორედ აქედან იბადება ის M83, რომელსაც დღეს ვიცნობთ და რომელმაც ასე ერთგულად მიმეგობრა არაერთხელ.
ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სიმღერას უსმენთ და ასოციაციურად სხვა ისეთ სიმღერასთან მიდიხართ, რომელიც არც ტექსტით ჰგავს ამ უკანასკნელს და არც მელოდიით. M83-ის უნიკალურობის ერთ-ერთი ნიშანი კი ჩემთვის სწორედ იმაში იმალება, რომ მისი სიმღერები არათუ არ ემსგავსება სხვა ჯგუფის შემოქმედებას, არამედ ასოციაციურადაც არ მაგონებს მათ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ავტორს რაღაც განსაკუთრებულის თქმა უნდა ჩვენთვის, თუმცა ამისათვის ტექსტს არ ეყრდნობა. იმაში, რომ M83-ის მოსმენისას გალაკტიკის აურა მძაფრად ვიგრძნოთ, ექოს ეფექტის გამოყენება დიდ როლს თამაშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ის მაინც არ კარგავს იმ რაღაც ამოუხსნელს, რაც M83-ს M83-ად აქცევს. ამაში დასარწმუნებლად წინა სიმღერა ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და თავით გადაეშვით „ნამდვილ მოგზაურობაში.“ სწორედ ასე უწოდებს ავტორი მის ამ ალბომს.

სიმღერა “Wait” ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ის ალბომის “Hurry up, we are dreaming” ნაწილია. უცნაურია, რომ სიმღერა, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „დაიცადე“ ან „დაელოდე“, გვეუბნება, რომ დრო არ არის. მართალია მისი მნიშვნელობის შესახებ გაჩენილი მოსაზრებები მრავალფეროვანია, მაგრამ მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ის საკმაოდ მასშტაბურია და მსმენელში რაღაც დიდს აღვიძებს. ეს სიმღერა კი ნამდვილად მოუხდებოდა სამყაროს აღსასრულს.
„ყოველი ალბომი, რომელიც შემიქმნია, ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს აღწერს“, - ამბობს ენტონი გონსალესი. ამ ალბომზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ უნდოდა ის სიმღერიდან სიმღერამდე განსხვავებული ყოფილიყო. ამ მრავალფეროვნებას კი ალბათ იმის შედეგად აღწევს, რომ მუდმივად ცდილობს გონება ახალი, ექსპერიმენტული მუსიკისთვის გახსნას და მაგალითი აიღოს სხვადასხვა კომპოზიტორებისგან, რაც ვთვლი, რომ ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, რადგან სხვა მუსიკოსების ზეგავლენის ქვეშ მოქცევის მეტი რისკი ჩნდება. მართალია, ჯგუფის შემოქმედებაში მკვეთრად იგრძნობა 1980-იანი წლების მუსიკის ზეგავლენა, თუმცა უდავოა, რომ ეს M83-ის ინდივიდუალიზმს საფრთხეს არ უქმნის.
და ბოლოს,
მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ბლოგი მუსიკალურ მადას გაგიღვიძებთ და M83-ის გალაკტიკის აღმოჩენას თავად შეუდგებით. ბოლო სიმღერა კი თქვენ იმისთვის, რომ დაიჯეროთ ახალი დღის სასწაულის და მუსიკის ძალის მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.