,,არქიტექტურა სამყაროს ჟამთააღმწერელია, ის მაშინაც საუბრობს, როცა ლეგენდები სდუმან’’ - წერს ნიკოლაი გოგოლი.ადამიანებისთვის ყოველთვის მიმზიდველია იმის გაგება თუ რა ისტორიული საიდუმლო იმალება იმ შენობათა მიღმა, რომელსაც ყოველდღიურად ხედავენ.
ახლანდელი ათონელის ქუჩის 31-ში, ყოფილი მადათოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დგას, რომელიც ძველ თბილისში სასტუმრო ,,ლონდონის’’ სახელით იყო ცნობილი. ამ შენობის სადარბაზო, გამორჩეული არქიტექტურის გამო, დღემდე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. იგი თანაბრად აქტუალურია ყველა თაობისა და სფეროს წარმომადგენლისთვის. ახალგაზრდები შენობის სადარბაზოში საინტერესო ფოტომასალას იღებენ , იგი მრავალჯერ ქცეულა შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ვიდეორგოლების ლოკაციად,განსხვავებული ინტერესების მატარებელი ადამიანები კი , აქაური არქიტექტურით იხიბლებიან.რთული წარმოსადგენია, რომ დღემდე განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი ნაგებობა , უკვე მესამე საუკუნეა თბილისში მდებარეობს და რაც მთავარია, ყოველთვის უბრალო საცხოვრებელი სახლი არ ყოფილა. |
|
შენობის ტერიტორია ალექსანდრე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ მის ძმას – კონსტანტინეს,ხოლო, მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია მის ვაჟს – პეტრეს ერგო. საინტერესოა , რომ ,,ლონდონი ‘’ ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს.პროექტი 1872 წლის 22 მაისს დამტკიცდა .მისი ავტორი არქიტექტორი ,ოტო იაკობსიმსონია. შენობაში სასტუმრო 1875 წელს გაიხსნა. მიუხედავად ფართის სიმცირისა, სასტუმრო ძალიან პოპულარული იყო მაღალი წრის წარმომადგენელ პირეში.
როგორც ჩანს, „ლონდონისთვის “ ყველაზე კარგი პერიოდი 1880-90-იან წლებში იყო. ამ წლებში აქ ჩერდებოდა უცხოელი მოგზაურების უმეტესობა და საპატიო სტუმრები რუსეთიდან.1899 წელს, სასტუმრო ”ლონდონში” ცხოვრობდა ნორვეგიელი მწერალი - კნუტ ჰამსუნი. ,,სასტუმრო ლონდონში ჯერ კიდევ ეძინათ, მაგრამ ვესტიბიულში ჩავედი თუ არა, შვეიცარიც გამოჩნდა , თვალების ფშვნეტით მოდიოდა, ისე სხაპა-სხუპით ლაპარაკობდა ფრანგულად, როგორც ეს სჩვევიათ აღმოსავლეთის სასტუმროებში, სასტუმროს წინ ბაღია გადაშლილი, მამაკაცთა უმრავლესობა კავკასიურადაა ჩაცმული და ყველა იარაღს ატარებს’’-ასე აღწერს ჰამსუნი ,,ლონდონსა’’ და მის მიმდებარე ტერიტორიას საკუთარ მოგონებებში.
თბილისში ყოფნის დროს, აქ ცხოვრობდა ტერენტი გრანელი.სასტუმროს რესტორანს ხშირად სტუმრობდა ილია ჭავჭავაძეც. „ლონდონის“ სტუმრები ასევე იყვნენ : რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, მარკიზი ჯორჯ კერზონი, ინგლისელი სიძველეთა მკვლევარი გერტრუდ ბელი.აქ დაბინავდა თბილისში 1883 წელს ჩამოსული რუსეთის სახელმწიფო საკუთრებათა მინისტრი მიხეილ ოსტროვსკიც.
ნაგებობა კლასიცისტური სტილისაა.ყურადსაღებია, რომ ლათინურად კლასიციზმი ,,სამაგალითოს’’ ნიშნავს.მიმდინარეობა XVII საუკუნის საფრანგეთში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ხაზია. აღსანიშნავია , რომ არქიტექტურაში კლასიციზმმა ფეხი XVII საუკუნიდან მოიკიდა და აქტუალური რჩებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მიმდინარეობის მთავარი დამახასიათებელი ანტიკური ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიბრუნება იყო.მისი ეტალონი ჰარმონიის, უბრალოების, სიმკაცრის, ლოგიკური სიმარტივისა და მონუმენტალობის განცდაა. მის საფუძველს ანტიკურობასთან მიახლოებული ფორმებისა და პროპორციების ორდერი, თავშეკავებული დეკორაციული გაფორმება და რეგულარული სისტემა წარმოადგენდა.ბუნებრივია, აღნიშნული მახასიათებლები ,,ლონდონის’’ არქიტექტურაშიც იკვეთება.
შენობის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მისი სადარბაზო და კიბეები. კიბის უჯრედს უკავია ოვალური გეგმის სივრცე შენობის შუაში. დეკორატიული ფერწერა ფარავს კედლებსა და გრანდიოზულ ჭერს, ასევე, კიბის მარშების ზურგებსაც.ეს კომპოზიცია ნაგებობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სადარბაზოს მასშტაბური ინტერიერით გამოირჩევა.მოხატულია პანელებისა და რუსტიკის გამოსახულებით, კიბის უკანა არეები გრაფიკული ორნამენტებითაა გაფორმებული. საერთო ფონზე გამოყოფილია რეალისტურად შესრულებული პეიზაჟები, ჭერს კი ცის ფრაგმენტი ამშვენებს. პეიზაჟებს შორის ყველაზე მიმზიდველია ბერნარდო ბერლოტოს- ქალაქ პირნას ხედი. დინამიკურ სივრცეს ყველაზე მეტად კიბის ხვეული ფორმა ქმნის.
1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო , პეტრე ზუბალაშვილმა შენობა ხელისუფლებას დაუთმო. სასტუმრო სამხედრო ლაზარეთად გადაკეთდა და ამისთვის ზუბალაშვილმა 20 000 მანეთი გაიღო.ომის დასრულების შემდეგ „ლონდონი“ აღარ აღდგენილა. 1925 წელს სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად იქცა, 1950 წელს შენობა მილიციის სამმართველომ დაიკავა. საცხოვრებელ სახლად, კი თბილისის ერთ დროს, ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო, 1960 წელს გადაკეთდა.