“ქალები აუცილებლად შიშვლები უნდა იყვნენ, რომ მოხვდნენ მეტროპოლიტენის მუზეუმში?” ეს სლოგანი 1989 წელს, ქალი ხელოვანების ჯგუფის Guerrilla girls-ის მიერ გაჟღერდა. ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალები, რომლებიც გორილას ნიღბებით ჩნდებოდნენ საზოგადოებაში, აპროტესტებდნენ იმ დაუბალანსებელ გარემოს, რომელიც ქალებს ხელს უშლიდა წარმოეჩინათ საკუთარი თავი, არა როგორც სექსუალური ობიექტი ან რეპროდუქციული საშუალება, არამედ საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, გათავისუფლებული პატრიარქალური ჩრდილისგან. ისევე აღქმულიყვნენ და დაფასაბეულიყვნენ ქალი ხელოვანები, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაში ხდებოდა.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრიდა კალომ გადაწყვიტა თავის ნამუშევრებში გამოეხატა ქალთა რეალური გამოცდილება და ისეთ ტაბუ დადებულ საკითხებს შეეხო როგორიცაა ორსულობა, მენსტრუაცია, ძუძუთი კვება, უშვილობა. ფრიდა მნახველს ქალის გონების ბილიკებზე მიუძღვება და ცდილობს განაცდევინოს მათში დამალული შიში, ტანჯვა თუ ვნება. რა თქმა უნდა ფრიდას ამგვარი თავისუფლება არ შეესაბამებოდა იმ პატრიარქალურ საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობდა. მისი ნამუშევრებით დაინტერესებული ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ მის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში აშკარად ჩანს ფემინიზმის ნიშნები.

მეოცე საუკუნეში აქტიურად დაიწყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობები რომლებიც სქესობრივი ნიშნით ქალთა დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ და მამაკაცებთან უფლებების გათანაბრებას მოითხოვდნენ. პარალელურად, 1960-იან წლებში გაჩნდა და განვითარდა ფემინისტური ხელოვნების იდეა. ხელოვნების ისტორიაში არსებობდა მტკიცე აზრი იმის შესახებ რომ ხელოვნების შექმნა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. ფემინისტებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ხელოვანმა ქალებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს დასავლური ხელოვნების ბევრ მიმდინარეობაში თუმცა, მათი სახელი ხელოვნების ისტორიას არ შემოუნახავს. ამიტომ ფემინისტური ხელოვნების მთავარ მიზნად ქალი არტისტების წარმოჩენა, ცნობადობის გაზრდა და მათი მიღწევების დაფასება იქცა. ფემინისტებმა ბრძოლა გამოუცხადეს დასავლურ იერარქიას, რომელიც პირველ ადგილზე “სახვით ხელოვნებას” აყენებდა. “ გამოყენებითი ხელოვნება” კი მეორე ხარისხოვანი იყო, რადგან ხელსაქმით ძირითადად ქალები იყვნენ დაკავებულნი. ეს რა თქმა უნდა ქალისა და მამაკაცის განსხვავებულად და არათანაბრად აღქმასაც ნიშნავდა.
ფემინისტური ხელოვნება ქალის სხეულზე აკეთებდა აქცენტს. ისინი ცდილობდნენ ქალის სხეული ისე ყოფილიყო საზოგადოებისგან აღქმული, როგორც თავად ქალები აღიქვამდნენ და არა ისე როგორც მამაკაცთა ფანტაზიებში. 1971 წელს ლინდა ნოქლინმა დაწერა ესსე, რომელშიც საუბრობდა იმაზე რომ სახელოვნებო ინსტიტუციები მუდმივად ზღუდავდნენ ქალებს მიეღოთ სახელოვნებო განათლება. ნოქლინის აზრით ხელოვნების სისტემა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. მეტად უნდა წარმოჩენილიყო ქალთა როლი, რომლებიც კერამიკით, ტექსტილითა თუ სამკაულების დიზაინით იყვნენ დაინტერესებულნი.
1990- იან წლებში ფემინისტური ხელოვნება უფრო ბევრისმომცველია და ეხება ისეთ თემებს როგორიცაა გენდერი და რასა, გენდერი და კლასი, ქალთა მიმართ ძალადობა, ტრანსგენდერიზმი და ეკოფემინიზმი.
უნდა აღინიშნოს ის რომ ფემინისტური ხელოვნების მიზნების განხორციელებაში დიდი როლი ითამაშეს ჯუდი ჩიკაგომ და მარიამ შამპირომ. მათ დაარსეს სახელოვნებო სტუდიები, სადაც ქალებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ხელოვნება. შამპირომ, რომელიც ძირითადად აბსტრაქციებსა და კოლაჟებს ქმნიდა, დაამკვიდრა ტერმინი “femmage”, რაც ქალთა მიერ შექმნილ ნამუშევარს აღნიშნავს, რომელიც ქალთა გამოცდილებას გვიზიარებს.
ჯუდი ჩიკაგოს ყველაზე აღიარებული პროექტი “The Dinner Party” კი განიხილება, როგორც ეპიკური ფემინისტური პერფორმანსი, რომელშიც 39 ქალი მითიურ და ისტორიულ ცნობილ ქალებს განასახიერებდნენ. თითოეული ქალბატონის ადგილი გაფორმებული იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხელოვნების ნიმუშებით. საინტერესო იყო თეფშების მოხატულობები, რომლის საშუალებითაც ხელოვანს სურდა ქალის სხეულის სპეციფიკურობის ჩვენება. საგამოფენო სივრცის იატაკზე კი კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ქალების სახელები და გვარები ეწერა.
ფემინისტური ხელოვნების საშუალებით ქალი არტისტები ხილულნი გახდნენ საზოგადოებისთვის. ფემინისტმა არტისტებმა საზოგადოებასა და ხელოვნებას შორის დიალოგის გაბმა და აუდიტორიისთვის ქალთა პერსპექტივის დანახება შეძლეს. მათთვის ხელოვნება არ იყო მხოლოდ აღტაცების ობიექტი, არამედ იარაღი, რომელსაც შეეძლო მაყურებელში ეჭვიც კი აღეძრა პოლიტიკური თუ სოციალური გარემოს მიმართ, გავლენა მოეხდინა სამყაროზე და შეეცვალა უთანასწორო რეალობა.