ვიტრაჟი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული ხელოვნებაა , რომელიც მთელს ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება . სწორედ ამიტომ, მას პირველად ტაძრებში ვხვდებით.ვიტრაჟული ხელოვნება ფერადი მინებისგან შედგება.იგი ხშირად ფანჯრების, მინის კარებისა და გამჭირვალე ტიხრების მოსართავად გამოიყენება.

ვიტრაჟული ხელოვნების უკეთ წარმოსაჩენად და ჩვენს ქვეყანაში მისი აქტუალურობის დასადგენად, ინფორმაცია აღნიშნული ხელოვნების მიმდევრებისგან მივიღეთ.ჩვენთან საუბრისას ,,ვიტრაჟი • A.T. Home'' გვიყვება ვიტრაჟზე, როგორც მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე. „ეს ერთგვარი თერაპიაა, შრომატევადი ,თუმცა ძალიან სახალისო.აქ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს ,არც სტერეოტიპი არსებობს (თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ მხარეს ) მოკლედ ყველაფერი ძალიან საინტერესოა.“ ყურადსაღებია ისიც, თუ როგორ მზადდება ის ფერადი მინები , რომლებიც მზის ჩასვლისას ცისარტყელას მსგავს ფერებს ქმნის. „ვიტრაჟული მინა ისევე იქმნება , როგორც ჩვეულებრივი მინა საამქროში,მაგრამ მას ღუმელში შესვლამდე ფხვნილის სახით ფერი ერევა, შემდეგ კი გადადნობის პროცესს გადის. ამრიგად, დიდ ქიმიასთან გვაქვს საქმე. ხოლო საამქროდან მაღაზიას უკვე ფერადი მინა მიეწოდება.ფირმის დამფუძნებელი გვიყვება ,რომ ეს საქმიანობა დიდი ხნის წინ დაიწყო გუნდის პირველმა წევრმა ,,მამამ'',მისი ინსპირაცია კი ძირითადად მოგზაურობას უკავშირდებოდა .რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წევრებს ისინი განხვავებულ ხედვებს საბოლოოდ აერთიანებენ და ერთობლივად მუშაობენ.