ადამიანური ურთიერთობები თავის წილ სიცოცხლეს უფსკრულის პირას აყენებენ. გადავარდნის შანსი იმდენივეა რამდენიც ფეხზე მყარად დგომის. ადამიანები რთული არსებები არიან, რომლებსაც ისევე შეუძლიათ ჟანგბადით შეავსონ ერთმანეთი, როგორც სამუდამო უჰაერობისთვის გაიმეტონ. იქნებ იმდენად ეგოისტები ვართ რომ ყველაფრის გამოცლა გვინდა ერთმანეთისგან და საბოლოოდ რაღაც ნაწილი სამუდამოდ ცარიელი და შეუვსებელი რჩება? იქნებ რჩება უსასრულო უფსკრული, რომლის ნაპირთანაც აღარავინ დგას?
1977 წელს ბელგრადში მარინა აბრამოვიჩმა და ულეიმ წარმოადგინეს პერფორმანსი “ჩასუნთქვა ამოსუნთქვა”. არტისტები 19 წუთის განმავლობაში ტუჩებით ეკვროდნენ ერთმანეთს, ცხვირში სიგარეტის ფილტრებით ჰქონდათ, რათა მხოლოდ ერთმანეთის ჰაერი ესუნთქათ. პერფორმანსს ამძაფრებდა ხელოვანების გულის ცემის ხმა, რომელიც გარშემომყოფებს მათზე დამაგრებული მიკროფონის საშუალებით ესმოდათ. ფილტვების ნახშიეოჟანგის ავსების შემდეგ გულის ცემა გახშირდა, არტისტებს დაეწყოთ ოფლიანობა, თავებისა და ტუჩების მკვეთრი მოძრაობით ისრუტავდნენ ერთმანეთში უჟანგბადობისგან დარჩენილ ნახშიროჟანგს. ირგვლივ მხოლოდ მათი ჩასუნთქვისა და ამოსუნთვის ხმა ისმოდა. თითქოს უშედეგოდ ცდილობდნენ წაერთმიათ ერთმანეთისთვის რაღაც, რაც სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდათ.
ამ პერფორმანსში ისინი თითქოს ანდროგენულ არსებად იქცნენ, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავის თავში აერთიანებდა, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, საბოლოოდ კი დაუმორჩილებლობის გამო ზევსმა ისინი ორად გაჰკვეთა. განკვეთილმა ნაწილებმა კი მარადიულად დაიწყეს ერთმანეთის ძიება.
ამ შემთხვევაში, ხელოვანთა სუნთქვა გვევლინება, როგორც ერთმანეთის სიცოცხლის შენარჩუნების მთავარი გზა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულების სიმბოლო.
პერფორმანსით, რომელიც ბელგრადში და ამსტერდამში მხოლოდ ორჯერ გაიმართა, არტისტებმა დაგვანახეს ადამიანის უნარი შეისრუტოს მეორე ადამიანის სიცოცხლე და განადგურებამდეც მიიყვანოს იგი.
დაგვანახეს ურთიერთობების ძალა რომელსაც შეუძლია შეგვიწყალოს და სიკვდილიც მოგვისაჯოს, სული ჩაგვბეროს ან პირიქით ამოგვხადოს კიდეც.