,,სიმდი'' ოსური რიტუალური ცეკვაა,რომელსაც ვაჟები ასრულებენ.თუმცა,ჩვენს დროში იგი ქალ-ვაჟთა ჯგუფურ ცეკვად აღიქმება.იგი ჩვეულებისამებრ ნელა იწყება და სწრაფ ტემპში გადადის.
საქართველოში, სუხიშვილების ცეკვის ბალეტში ,,სიმდი'' ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა.აღნიშნული ცეკვა ოსეთის უძველესი რეგიონიდან იღებს სათავეს.იგი წყვილების ნელ და ფრთხილ მოძრაობაზეა აგებული და როგორც წესი,მას ბევრი ადამიანი ერთდროულად ასრულებს.მნიშვნელოვანია,რომ მოცეკვავეთა შესრულება სინქრონული და ზუსტი იყოს.ტრიალის დროს ხაზები სწორად უნდა იქნას დაცული.

საცეკვაო ფორმებში შავი და თეთრი ფერი დომინირებს.სიმეტრია მთლიანი ცეკვის განმავლობაში არ ირღვევა.მოცეკვავეები ძირითადად გრძელსახელოიან სამოსს ატარებენ და მაქსიმალურად მაღალი თავსაბურავებს ირგებენ.
ამ ცეკვასთან ახლოს დგას ,ასევე ოსური წარმოშობის, ცეკვა ,,ხონგა''.თუმცა ,,ხონგას'' მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს და მთავარ ემოციას მამაკაცის პარტია იწვევს.
,,სიმდი,, მოცეკვავეთა ერთიან ენერგეტიკასა და შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობას ეფუძნება,რაც მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს.

|