ვივიან მაიერი საკმაოდ თვითმყოფადი ქუჩის ფოტოგრაფი იყო,მაგრამ ფართო საზოგადოებამ იგი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინა.2009 წელს უძრავი ქონების აგენტმა ჯორჯ მალოფმა საწყობიდან რამდენიმე ყუთი იყიდა, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ნეგატივი და გაუმჟღავნებელი ფირები იყო.მამაკაცმა ისინი გაამჟღავნა და აღმოაჩინა ,რომ ფოტოები 60-70-იან წლებში იყო გადაღებული. მას შემდეგ, რაც მალოფმა ფოტოები ინტერნეტში განათავსა, უამრავი შეთავაზება მიიღო,რომ ამ უცნობი ქალის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.მოგვიანებით ფოტოგრაფზე ფილმიც კი გადაიღეს და იგი მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა.დღეს ბევრი ლექტორი ვივიანის ფოტოების დახმარებით, სტუდენტებს გასულ ეპოქების შესახებ მოუთხრობს.
ყველაზე უცნაური ისაა,რომ მაიერი წლების განმავლობაში ოჯახებში ძიძად მუშაობდა და მისმა ახლობლებმა ქალის ფოტოგრაფიით გატაცების შესახებ არაფერი იცოდნენ.მის ფოტოებში ვხედავთ ჩიკაგოს ქუჩების სიუჟეტებს,ადამიანების პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებს.
ნამუშევრებში იკითხება სევდა,სიბრაზე და ფოტოგრაფის მიერ პიროვნებათა შეცნობის საოცარი უნარი.
როგორც ჩანს,ვივიანი არც კი აპირებდა საკუთარი ფოტოები ვინმესთვის ეჩვენებინა და თავის შინაგან სამყაროს მხოლოდ ფირის კამერას უზიარებდა.იგი ღარიბი ოჯახიდან იყო და მრავალი მძიმე პერიოდი ჰქონდა გადატანილი.სწორედ რთული ბიოგრაფიით შეგვიძლია ავხსნათ ნამუშევართა ფარული სევდა.

გთავაზობთ ვივიან მაიერის გამორჩეულ ფოტოებს