არ იფიქროთ, რომ ისტორია ობობას ქსელების საშუალებით მხატვარ ქალზე მსოფლიოს შორეული ადგილიდანაა, ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით, საქართველოში მოხდა...ია მღებრიშვილი თვითნასწავლი მხატვარი იყო და მისი არც ერთი ნამუშევარი ქიმიურ საღებავსა და დანამატებს არ შეიცავდა.
ეს იყო სრულიად უნიკალური სამხატვრო ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები,რომლებიც აბლაბუდას ქსელებით იქმნებოდა. ხელოვანს ნახატებში წლების მანძილზე ბუნებრივად დამტვერილი სიძველის ობობას ქსელი აქვს გამოყენებული. მას მოპოვებული აქვს საუკუნის ქსელიც. ნახატთა ფერები ბუნებრივი დამტვერვისგანაა მიღებული.
სამხატვრო მასალის მოსაპოვებლად ია ბნელ სარდაფებში და საუკუნოვან,დამტვერილ ადგილებში დადიოდა.1995 წლის ზაფხულში მხატვარმა მშობლიურ კუთხეში,მესხეთში ყოფნის დროს, ოთახის კედლის კუთხეში აჟურული ნაქსოვი ობობას ქსელი შენიშნა.რამდენიმე წამს მასზე მზერა შეაჩერა. იგი აღნიშნავდა,რომ ისეთი ესთეტიკური განცდა დაეუფლა, თითქოს მხატვრული შედევრის წინაშე იდგა.ამის შემდგ მან სპონტანურად ობობას ქსელით პირველი ქმნილება დახტა,რომელსაც ,,მშვენიერების დატყვევება’’ უწოდა.

მხატვრის ნამუშევრების უმეტესობა ბიბლიური თემების გარშემო ტრიალებს, აქ ვხედავთ სიყვარულისა და სიძულვილს,კეთილისა და ბოროტი ძალის ჭიდილს. მისი ნამუშევრები ლუვრში გამოსაფენადაც კი იყო წარდგენილი.
ობობას ქსელის გამოყენების იდეა უპრეცედენტო შემთხვევად ითვლება მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
ობობას ქსელის გამოყენების იდეა უპრეცედენტო შემთხვევად ითვლება მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.