„ეს აზარტია, რომელიც ითრევს წარმოსახვას, იპყრობს გონებას და რომელიც კარნახობს თითებს სველი ტოტებით ქსოვას.“ - აღნიშნავს ფირმა „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე. მის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ტრადიციული საქმიანობის განვითარება. საწარმო ბუნებრივად მოპოვებული რესურსისგან (ნედლეულისგან წნელი) და მეტალის მასალისგან ამზადებს არქაული ტიპის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და დეკორატიულ ავეჯს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. მათი მიზანი არის ბაზარზე შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც გამოიწვევს დაინტერესებას საზოგადოებისგან.
ისინი საკუთარ ემოციებს და განცდებს ხელოვნების ამ სფეროში დებენ და ქმნიან ნივთებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მათთვის. „როდესაც უყურებ, როგორ ქმნის ხელით ხის ტოტებით წნულ ნივთებს ოსტატი, როგორ ესაუბრება მათ, უხმოდ უყვება, გადასცემს ემოციებს, ენერგიას, ზოგჯერ ეფერება, ეჩხუბება კიდეც. ეპყრობა ისე, როგორც მშობელი ყმაწვილს, რომელიც იბადება და ვითარდება ზრდასრულობამდე...“
მათი ფირმის მთავარი ნიშა სოციალური საწარმოა, რომელიც აქტიურად თანამშრობლობს შშმ პირებთან და ასევე ადამიანებთან, რომლებსაც წარსულში კანონმდებლობასთან არსებული პრობლემების გამო არ ქონდათ სამსახურის დაწყებისა და საზოგადოებაში რეალიზების რესურსი. ფირმაში სპეციალურად შემუშავდა ინკლუზიური სწავლება. ეს არის სწავლების სპეციალური მეთოდი, რომელიც შშმ პირებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ აღნიშნულ პროფესიას. ადგილობრივ საწარმოში შშმ პირები სწავლობენ წნულის პროდუქციის დამზადების ტექნიკას.

“ჩემი აზრით „წნული“ არის ოსტატთა გამორჩეული გუნდი, რომელსაც არ ჭირდება ამ ყველაფრის შესაქმნელად და შემდგომ აღსაქმელად სმენა, თვალები ან ფეხები, რადგან თითოეული გრძნობს მას სხვადასხვა ფერებით.“
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ისხდნენ სახლში უიმედონი და იმედგაცრუებულნი, რადგან არ ჰქონდათ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა, ეპოვნათ საკუთარი საქმე. ფირმის დამფუძნებელმა ეს ადამიანები სწორედ ხელოვნების დახმარებით გადაარჩინა. ხელოვნების, რომელიც მხოლოდ გრძნობით და ემოციებით შექმნილი პროდუქტისგან შედგება და საერთოდ არ მოითხოვს შენგან სმენას, თვალებს ან/და ფეხებს.

|