მწყემსი კალმით
დათია თავის სახლში გვეპატიჟება და გზას თავისივე ოთახისკენ გვიჩვენებს.ოთახში შესვლისთანავე წიგნების სუნი მეცა.ფეჩი ენთო,მთელი ინტერვიუს განმავლობაში მესმოდა მისი გუზგუზი. შესვლისთანავე დავინახე კედელზე რამდენიმე წარწერა და გაზეთ „ივერიის“ ნაგლეჯი,რომელიც ჩარჩოში იყო ჩასმული, ვაჟას და ილიას სიტყვები, მუყაოზე გადაკრული და კედელზე გაკრული.ოთახში დათიას მამა დაგვხვდა,ღიმილით შეგვიპატიჟა.მე ფეჩის გვერდზე დამსვეს,მითხრეს ალბათ გზაში შეგცივდაო და ასეც იყო. დათიამ კონიაკი მოიტანა, უფრო მალე გათბებიო. ტრადიციული სადღეგრძელო დავლიეთ და სანამ დავთვრებოდი, ფურცელი ამოვიღე, რომელზეც რამდენიმე კითხვა მეწერა და ინტერვიუს ჩაწერაც დავიწყეთ.
|
|
„18 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე მოთხრობები დამეწერა, თუმცა მეგონა, რომ ჩემი სურვილი სასაცილო და ძალიან ამბიციური იყო. წარმოიდგინე, როგორ უნდა თქვას ადამიანმა, მწერალი უნდა გავხდეო, თუ სათქმელი არ დაუგროვდება.ჩემს მოთხრობებში ჩანს ომის ცუდი მხარე - ეს ხომ მხოლოდ გმირობა და მედლები არ არის! მის უკან ობლები და შვილმკვდარი დედებია.გლეხს,რომელიც წვალებით შვილს გაზრდის, ასწავლის, ცხოვრება უკან შემოუბრუნდება და მის შვილს საომრად წაიყვანენ. ომი ამ ბავშვისა და მისი ოჯახის ცხოვრებას შეცვლის,ომი სასტიკი და დაუნდობელია.“
დათია სიგარეტს უკიდებს და საუბარს თეთრი კვამლის ფონზე განვაგრძობთ:
„მუსიკას არ ვუსმენ, მით უმეტეს წერის დროს. მყუდრო ადგილი ჩემთვის ის არის, სადაც არაფერი არ მაწუხებს და სადარდებელი არ მაქ. როდესაც რაღაცას განვიცდი, მაგ მომენტში ვერ ვწერ. ახლა შემოდგომაა,მაგრამ ზაფხულში ჩემი დღე საქონლის გარეკვით იწყება.შემდეგ მინდორში ვმუშაობ,მაქვს ჟოლოს ნერგები,რომელსაც ვუვლი,შემდეგ თივის ასაღებად მივდივარ.იცით? ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ,როცა ხელები მიწაში მაქ,ეს იძულება არაა,რომ თავი გავიტანო,მსიამოვნებს,მართლა გეუბნებით ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე.ჩემი სოფელი რაღაც შემოდგომის ფერთან ასოცირდება,აი მდინარეში ჩაყრილ შემოდგომის ფოთლებთან.“
დათია ვაჟა-ფშავალეას ისტორიას გვიყვება,როგორ გამოუშვეს წერა კითხვის გასავრცელებლად ამ სოფელში,მის ბუნებაზე გვესაუბრება,მის პროტესტებზე.საკუთარ თავს ვაჟას არ ადარებს, ამბობს, რომ იქამდე ჯერ ბევრი უკლია.მოწყენით ამბობს,რომ ვაჟა მისი სოფლიდან დროზე ადრე წავიდა, კვალის დატოვება ვერ მოასწრო.
ამჯერად კითხვა ქართველ კაცზე დავუსვი,თუ როგორი წარმოუდგენია ის.თვალებში შემომხედა,წარბი აწია და ამაყად ჩამომითვალა ქართველი კაცის ნაკლოვანებები.
„ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქ,სხვა ერის „განქიქება“ მოგვწონს. აი, ებრაელებს რომ დასცინიან ხელმომჭირეობის გამო ანდა მეგრელებს მათი კუთხის გამო .ძალიან კარგია ,თუ ქართველი კაცი მიზანდასახული და შრომისმოყვარე იქნება,თუნდაც როგორც გერმანელები.მათ დისციპლინას გადმოვიღებდი,რადგან არ სჭირდებათ იძულება არაფერზე.ცოტა ზარმაცი ერი ვართ,ცოტაც უგულისყუროც.რავიცი.....“
„რელიგიური ვარ?იცით,ლოცვა არ განსაზღვრავს რელიგიურობას,ღმერთი არ გეუბნება მუხლები გადაიტყავე ჩემს გამოო. ღმერთი პირველ რიგში იმას გეუბნება,რომ ადამიანს ადამიანურად მოექცე.სიკვდილის მაშინ,მეშინია როდესაც ახლობელს ემართება რამე,მაშინვე გავდივარ საყდარზე და სანთელს ვანთებ.“
დათია კვლავ სიგარეტს უკიდებს და სიყვარულზე საუბრობს.სიყვარულისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს, ეთანხმება გურამ დოჩანაშვილს და თვლის,რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს.ამბობს,რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი სიყვარულის გარეშე არაფერია, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებთ.მიწა უყვარს,განსაკუთრებით დილით რომ დგება და მიწაზე მუშაობას იწყებს .
„ცოტა უჟმური კაცი ვარ,სიბერეც ასეთი მექნება - წუწუნა მოხუცი. არ ვიცი დავწერ თუ არა,მაგრამ ბაღი მექნება,ჩემ შვილიშვილებს ტვინს შევუჭამ ჯანი,რომ აღარ მექნება,ბაღს მოუარონ.ცხვრებს სახელებს ვარქმევ,ჩემი ძმა დამცინოდა ხოლმე,ისე ვეფერებოდი,როგორც პატარა ბავშვებს.“

„ცოტა დეპრესიული მოთხრობები მაქ,ამიტომ ჩემს ნაწერსაც ზაფხულს შევადარებ,სიცხე არ მიყვარს,უმოქმედოს მხდის ამიტომ ზაფხულიც დეპრესიაში მაგდებს“ „მეცხვარებში ასეთი პროფესიაა „მცნობარი“ ,რომელიც ბატკნებს არჩევს ერთმანეთისგან,როდესაც ათასობით ცხვარი და ბატკანია,მნცობარი ხმით ხვდება, რომელი ბატკანი რომელი ცხვრის შვილია.მწერალიც ასეა თავის ცხოვრებაში რაღაცებს არჩევს და სახელს არქმევს.როდესაც მეუბნებიან ყველაზე კარგად რა გამომდის, ვეუბნები ჯოხის ჭერა.მიუხედავად იმისა,რომ ვსწავლობ და პროფესია მაქ,ბუნებასთან კონტაქტი მიყვარს,მიწიანი ხელები მქონია ტალახიანი ტანსაცმელი მცმია და მაშინ მიგვრძნია ბედნიერება.“
ფიცხი ხასიათის გამო ბრაზობს და ნანობს.ბოდიშის თქმის არ რცხვენია და მიიჩნევს,რომ მადლობას დიდი ძალა აქვს , ადამიანი უმადური არ უნდა იყოს .ბოდიშს ხშირად იხდის განსაკუთრებით ავტობუსში, თბილისში რომ ჩამოდის. |
„უცნაური ბავშვი ვიყავი,რაღაცის აშენება მინდოდა სულ,რომელსაც ვერ ვამთავრებდი.ლეკვები მიყვარდა,ძველი საბარგო მანქანა მყავდა,სადაც ლეკვებს ჩავსვამდი და სახლში მომყავდა.ის,რომ მწერალი გავხვდი ბავშობის დამსახურება,იმ სტრესის,ტკივილის,შთაბეჭდილებების.“
„ახლა ბედნიერი ვარ,ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ჩემი საყვარელი ადამიანები ცოცხლები არიან,თუმცაღა ბებია დამეღუპა,რომელიც ძალიან მიყვარდა. საერთოდ ჩვილი გული არ მაქვს,ასეთ რაღაცებზე ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ.ცხოვრებაში მაქ მიზანი,ძალიან ბევრი ასაშენებელი,ძალიან ბევრი სასწავლებელი და იმ ფიქრებისთვის,რომ ცხოვრება უაზრობაა და დეპრესიული,დრო არ მრჩება ვიფიქრო.ხანდახან ისეთი დაღლილი, ვარ ჭამის თავიც არ მაქ.როცა რაღაც მიზანი გაქ არ ფიქრობ,რომ ცხოვრება უაზარობაა.იმას არ ვამბობ,რომ ჩემი ცხოვრება საზრიანია ,დღის დასასრულს,მიწურული რომ დადგება,შეიძლება იმაზე ვიფიქრო,რომ ჩემი ყოფა და დღეები უშნოდ გამოვაღამე.
დათიას კედელზე წარწერა დავინახე.გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები : “იცხოვრე,რომ მოჰყვე,მოჰყვე,რომ იცხოვრო“ როდესაც ვკითხე,რატომ გიწერია-მეთქი სიცილით მითხრა“ალბათ იმის გამო უნდა იცხოვრო ადამიანმა,რომ წერო,ნელ-ნელა ისეთ ეტაპზე მივდივარ,რომ თუ არ მოვყვები ცუდად ვარ.“
დათია მიყვება,რომ მის სოფელში და გარშემო სოფლებში ბიბლიოთეკები გაუქმდა. არ იცის ეს ხელისუფელების დაუდევრობის გამო მოხდა თუ სტიქიების.ეს წიგნები იქიდან წამოღო, წყალი ასველებდა და ფუჭდებოდა.ღამღამობით დადიოდა, ვინმეს რომ არ დაენახა -ჩუმად მოჰქონდა. ამ წიგნებს აძლევს მათ, ვისაც სურვილი აქვს წაკითხვის.200-300წიგნი წამოიღო.ამბობს,რომ ისეთ ადგილას ცხოვორბს, სადაც წიგნის წასაკითხად არავინ მივა, მაგრამ საშუალება რომ ჰქონდეს, სამკითხველოზ სოფლის ცენტრში გააკეთებდა.მადლობას მიხდის,რომ გავახსენე თავისი ოცნება და კვლავ სიგარეტს უკიდებს.
„როდესაც ინტერვიუზე დამირეკე, ვიფიქრე რამ გააგიჟათ-მეთქი, დედასგეფიცებით,რატომ გავგიჟდი?რავიცი,მე დიდი მწერალი არ ვარ.არც ისეთი განსაკუთრებული ცხოვრება მაქვს,რომ ვინმე დაინტერესდეს.როცა დამირეკე, კაკალს ვკრებდი.“
დათიას ერთ ჰექტრამდე მიწა აქვს ,სადაც სხვადსხვა ხილი აქვს დარგული, საკუთარი ეზოს ვაშლები გვაჩუქა.გვითხრა სულ ცოტა ხნის წინ იწვიმა და გარეცხილიაო.გაგვაცილა, თვალი მანამდე არ მოგვაშორა, სანამ ჩვენი მანქანა შემოდგომის ფერებში გაყვითლებულ ხეებს არ ამოეფარა.