დღეს რთულია ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ერთი ანიმე მაინც არ აქვს ნანახი, თუმცა საკითხავია, რამდენად დავკვირვებივართ იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც მას გამორჩეულად და პოპულარულად აქცევს.
ის, რაც ანიმეს განსაკუთრებულს ხდის მისი ხატვის სტილია. ის შეიძლება იყოს დახატული როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. მისი ხატვის სტილზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდი თვალები, რომელიც ანიმეს პერსონაჟებისთვის დამახასიათებელია.

ასევე აღსანიშნავია უჩვეულო ფერის თმა და ვარცხნილობაც, რომლებიც გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ პერსონაჟები, თუმცა ეს ფერები ხშირად კონკრეტული პერსონაჟის ხასიათის ამსახველია. მაგალითად, პერსონაჟები, რომელთა თმის შეფერილობაც წითელია, ძირითადად ტემპერამენტულები არიან, ხოლო ლურჯთმიანები - პირიქით.
გამომდინარე იქიდან, რომ ანიმეს ხელოვნება არ არის რეალისტური, მას შეუძლია ჩადოს მეტი კონცეფცია, იდეა, ემოცია და თემატიკა, რასაც მივყავართ სიმბოლიზმის გამოყენებამდე, რაც მართალია ცოცხალ მოქმედებაშიც მიიღწევა, თუმცა ანიმეში უფრო მარტივად.
სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისთვის გააჩნია. ანიმე XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და მასში განხილული პრობლემები გართულდა და გაღრმავდა. დღეს იმ ნამუშევართა რაოდენობა უფრო დიდია, რომლებიც პოპულარობით მოზრდილებში სარგებლობს.
ანიმე ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის ან იაპონური კომიქსის - მანგას სიუჟეტზე. სხვა ქვეყნების ანიმაციისგან სიუჟეტის სიღრმითაც გამოირჩევა. ანიმეს ჟანრი გავლენას შესრულების სტილზეც ახდენს. დღეს ის უნიკალურ კულტურულ ფენომენს წარმოადგენს.
ასევე აღსანიშნავია ანიმეს თანმდევი მელოდიები, რომლებიც ხშირად პოპულარობით სარგებლობს. ანიმეს საუნდტრეკები „თემატურ მუსიკას“ მიეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაიმე მოვლენის ან პერსონაჟის მოქმედებისას შესაბამისი მუსიკა გვესმის.