ცეკვა, როგორც ხელოვნების სახეობა გრძნობებისა და მოქმედებათა ვიზუალურ ჩვენებას ემსახურება. ამ ყველაფრის გადმოცემა კი სხეულის მოძრაობებით და მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი. უძველესი დროიდან ადამიანები საკუთარი შექმნილი ილეთებით ასრულებდნენ ცეკვებს, შემდგომ კი ეს ყველაფერი წესებში მოექცა და თითქმის ყველა ქვეყანაში გაჩნდა ტრადიციული, ნაციონალური ცეკვა . ეს ცეკვები კი კარგად გადმოსცემს მათ კულტურას.
ხალხური ცეკვები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ , სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიერ შეიქმნა . ამ ცეკვებმა მრავალ წელს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია.
თავდაპირველად ვისაუბრებთ, ქართულ ხალხურ ცეკვაზე .ჩვენს ხალხურ ცეკვებს მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს.ხალხური ცეკვა, რომელიც ქართულის სახელითაა ცნობილი, რომანტიკული ხასიათისაა. იგი შეგვიძლია, რომ ქართული ხალხური ცეკვების უმაღლეს საფეხურად ჩავთვალოთ. იგი სრულდება წყვილში და იწყება გაცეკვებით. მას სატრფიალო, საარშიყო შინაარსი აქვს .

მეორე არის იტალიური ხალხური ცეკვა ტარანტელა, რომელიც ძალიან სწრაფად სრულდება . ამ ცეკვას კი საინტერესო ისტორია აქვს .“ტარანტულა“ იტალიურად ობობას ნიშნავს, სწორედ აქედან მოდის ამ ცეკვის ისტორია. იტალიაში ძალიან ბევრი ობობა იყო, მათი ნაკბენი კი მომწამვლელი. ობობის ნაკბენბს ტარანტელას ცეკვით შველოდნენ, ისინი ცეკვავდნენ იქამდე სანამ ფეხზე დგომა შეეძლოთ.მათი ორგანიზმი ოფლს გამოყოფდა, სწორედ ამის საშუალებით გამოდიოდა ობობის შხამი ორგანიზმიდან.ტარანტელა მათ ობობებთან ბრძოლაში ეხმარებოდა.
მესამე ცეკვა, რომელზეც ვისაუბრებთ, ესპანური ხალხური ცეკვა ფლამენკოა. ცეკვა ერთ-ერთი რთულად შესასრულებელია. ის მხოლოდ გიტარის თანხლებით სრულდება.მოძრაობები ძირითადად ფეხებით სრულდება, რაც მას უნიკალურობას სძენს.ეს ცეკვა ესპანეთში ძირითადად ხალხურ დღესასწაულებზე სრულდება.
მეოთხე ეს არის გოპაკი, უკრაინული ხალხური ცეკვა .ეს არის ძირითადად მამაკაცების მიერ შესრულებული ცეკვა, მაგრამ ასევე ხშირია ქალებთან ერთადაც შესრულება. გოპაკი საკმაოდ სწრაფი ცეკვაა.მისი ძირითადი ილეთები ხტომა და ბრუნია.ის მუსიკა, რომელიც თანმხლებია ამ ცეკვის ხშირად დამოუკიდებელ პიესებადაც სრულდება, რაც უკრაინელ ხალხს ძალიან მოსწონს.
მეხუთე და ბოლო, რომელზეც ვისაუბრებთ არის ბერძნული ხალხური ცეკვა, რომელიც სირტაკის სახელით არის ცნობილი.ეს არის ცეკვა, რომელიც წარმოადგენს ნელი და სწრაფი მოძრაობებით შესრულებას.ეს არის ძველი ბერძნული ცეკვების ნარევი.ამ ცეკვის შესრულებისას აუცილებელია სწორ ხაზზე დგომა.