დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა,თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისთვის ეს თარიღი დასვენების მორიგი შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თუ გაუმართლა, ქუჩაში მთავრობის მიერ მოწყობილ რომელიმე კონცერტზე დასწრებასაც კი გამოკრავს ხელს.ადრე შეიარაღებული ძალების საზეიმო სვლასაც დაესწრებოდა და არტილერიასთან ფოტოებსაც გადაიღებდა, მაგრამ ბევრისთვის სამწუხაროდ აღლუმები ხშირად აღარ იმართება...
მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ რაც 1991 წლის 9 აპრილს სსრკ-გან დამოუკიდებელნი გავხდით,ბევრი რამ შეიცვალა.ამ ცვლილებებმა ის ადამიანებიც შეცვალეს,რომლებიც ამ მოვლენათა ქარიშხალში იზრდებოდნენ.ზოგიერთ მათგანს სტუდენტობა საერთოდ არ ჰქონია,ზოგის სკოლას ცეცხლი ეკიდა,ზოგს ოჯახის წევრი მოუკლეს,ზოგი თავად შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
ასე რომ, მომავალში სანამ ვინმე პარლამენტის წინ მძიმე ტექნიკის დასათვალიერებლად წასვლასა და ბამბის ნაყინის მირთმევას გადაწყვეტს ,მე ვურჩევდი ჯერ სამეფო უბნის თეატრის ძალიან საინტერესო სპექტაკლი „პრომეთე-დამოუკიდებლობის 25 წელი“ ენახა, შესაძლოა ამ გზით საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ უფრო მეტი რამ გაეგო.

წარმოდგენა დათა თავაძემ 2016 წელს დადგა და ის საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.იგი გვიყვება დამოუკიდებელ ქვეყანაზე,რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ,დაბნეულია და მძიმე ცხოვრებისგან გაწამებულია.ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი პირველი სცენაა,როდესაც მსახიობები სტვენით ცნობილი ნაწარმოების ,,საყვარელო მამულოს'' მელოდიას ქმნიან და გაშიშვლებული ახალგაზრდა კაცის სხეულზე ,რომელიც კარდიოგრამის აპარატსაა მიერთებულები, ფერადად ხაზავენ მათთვის სასურველ ადგილებს.
მაყურებელი სპექტაკლში საკმაოდ ნაცნობ ფრაზებს იგებს- „ტანკები, ნიჩბები, მხუთავი გაზი, ერი, ეთნოსი, თვითგამორკვევა, კოლექტიური ლოცვა, რეფერენდუმი, შიმშილობა, უნებლიე შიმშილობა, რომელიც არ არის პროტესტის ფორმა, ჰუმანიტარული დახმარება, ეროვნული გმირი, ლტოლვილი, დევნილი“
,,პრომეთე'' სხვა ,,ფსევდო'' პატრიოტულ სპექტაკლებს არ ჰგავს,რომელთა დასასრულს საქართველოს მეფეები სამთავროებს აერთიანებენ და ლხინს მართავენ,ის რეალობას პირდაპირ გადმოგვცემს და ამით ტკივილსაც გვაყენებს.
რეჟისორი ისეთ თარიღებს გვახსენებს,რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე დიდი გავლენა იქონია,თუმცა უნდა ითქვას,რომ ხშირად ეს მოვლენები არც ისე სასიამოვნოდ გასახსენებელია.მსახიობების წამოძახილი ,,გაიხსენე'' ჯადოსნურ სიტყვას ჰგავს,რომელიც საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში გვამოგზაურებს.

ჩვენ ვხედავთ ცალკეული ადამიანების ტრაგედიას,მათ ტკივილსა და სიხარულს.ეს გრძნობები ერთმანეთს ებმის და საბოლოოდ,მთელი ქვეყნის ისტორიაში კონცენტრირდება.რა უნდა ქნას ადამიანმა თუ „მისი ბიოგრაფია იმდენივე წლის არის, რამდენისაც მისი ქვეყანა“?როგორ უნდა გაუმკლავდეს ამდენ გაუგებრობას?
დათა თავაძე მოგვითხრობს თავისუფლებისთვის გაღებულ მსხვერპლზე,რომლისთვისაც ხშირად მადლიერი არავინაა.გმირებზე,რომლებიც მიჯაჭვულნი არიან საკუთარ ბედს.აქ მითი და რეალობა ერთმანეთს ერევა,მაგრამ წარსულის ყველაზე მგრძნობიარე მომენტები მაინც ყველაზე ძლიერი ტკივილს მომტანია.
რთულია 120 წუთი ერთ სტატიაში ჩაატიო,მაგრამ თუ ქართული თავისუფლების იდეებსა და ტრაგედიაზე ოდნავ მაინც დაფიქრდით ,მაშინ ისღა დამრჩენია 26 მაისი მოგილოცოთ...