,,ნამუშევარი დღის ემოციური გაგრძელებაა, რომელიც გამოდის ზუსტად ისეთი, როგორ ხასიათზეც იმ კონკრეტულ მომენტში ვარ. ზოგჯერ, ის კარგი ანტიდეპრესანტიცაა, მაგრამ მაქვს ნამუშევრებიც, რომლებიც პოზიტიურ განწყობაზეა შექმნილი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემმა შვილმა ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნის ტრადიციული იაპონური ხელოვნების, ორეგამის, ნიმუშები მაჩვენა. თავიდან, მარტივი ნამუშევრებით დავიწყე და შემდეგ გადავედი ქვილინგზე’’- ლალი კახოშვილი.
ქვილინგი - ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია. თუმცა, ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ქვილინგი გვხვდება რენესანსის ეპოქაში საფრანგეთსა და იტალიაში, ასევე, შედარებოთ მცირე დოზით, მე-18 საუკუნის ინგლისშიც. ზემოთხსენებული ტექნოლოგია მე-18 საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი იყო ერთ-ერთი, იმ რამდენიმე ხელსაქმეს შორის, რომლებსაც ევროპელი ქალბატონები იყენებდნენ პრაქტიკაში. მიჩნეულია, რომ ქვილინგი ერთგვარი თერაპიაა, რომელიც აძლიერებს გარკვეულ უნარებს, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად ნებისყოფა და სხვა. ასევე, ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას.
,,თავდაპირველად იხატება ესკიზი, რომლის მიხედვითაც ხდება ნამუშევრის აწყობა. ძირითადად პორტრეტებს ვხატავ, რადგან იქ უკეთესად ჩანს ხასიათი. ვიწყებ თვალებიდან, თვალების გაკეთების შემდეგ კი უკვე წარმოვიდგენ როგორია დასრულებული ვარიანტი. ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ორს, რომლებიც მათი შინაარსიდან გამომდინარე სხვებზე მეტად მომწონს.’’

,,ქვილინგის ტექნოლოგიით მუშაობის პროცესი საკმაოდ უცხოა და ამავდროულად შრომატევადიც. ეს ყოველივე ადვილი მისახვედრია, როდესაც დავაკვირდებით ხელით დამუშავებულ თითოეულ დეტალს. ნამუშევრებს ძირითადად იტალიური ქაღალდისგან ვამზადებ. ჩვეულებრივი ქაღალდისგან განსხვავებით, მისი ტექსტურის ხარჯზე, ბევრად უფრო დახვეწილი ფორმების მიღებაა შესაძლებელი.’’
,,რთულ ნამუშევრებს შეიძლება ორი დღეც მოვანდომო. ზოგჯერ ღამეებსაც ვათენებ. რომ სისრულეში მოვიყვანო ჩანაფიქრი.’’
,,რთულ ნამუშევრებს შეიძლება ორი დღეც მოვანდომო. ზოგჯერ ღამეებსაც ვათენებ. რომ სისრულეში მოვიყვანო ჩანაფიქრი.’’
,,შემდეგი იდეა ეს ნახატია, ველოდები როდის გაიხსნება მაღაზიები, რომ საჭირო ნივთები შევიძინო.’’
,,დამწყებებს ვურჩევდი, რომ იქონიონ ნებისყოფა, დაიწყონ მარტივი ნამუშევრებით, იმუშაონ ხარისხიანი ქაღალდით, გამოიყენონ სხვადასხვა მასალები, როგორებიცაა ქვები, მძივები და სხვა. შედეგად, დროდადრო დაიხვეწებიან.’’
,,ქვილინგი'' არც თუ ისე პოპულარული სფეროა საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არის ცნობილი ამ დარგის შესახებ. ნამუშევრის შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თითოეულ ნამუშევარში დიდი შრომაა ჩადებული. მოწონება, აღფრთოვანება და გაოცებული ადამიანები ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია ნამუშევრებისთვის გონივრული ფასის დადება. ამიტომ, ამ ეტაპზე, მირჩევნია,ისინი ჩემს პირად კოლექციაში ინახებოდეს''.