„როკ-მუსიკამ განვითარება უნდა განაგრძოს იქიდან, სადაც The Beatles-მა შეწყვიტა“
ხშირად მიფიქრია, რომ კარგი სიმღერა კარგი წიგნვითაა, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ რაიმე ღირებული ნაწარმოების გააზრებას და გათავისებას ძირითად შემთხვევებში გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა არის სიმღერები, რომელთა აღქმა და შეყვარებაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. მეტიც, ზოგჯერ ჯერ არდასრულებული ნაწარმოების მიმართაც კი გვიჩნდება გარკვეული გრძნობები. რომელი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს კომპლიმენტად ჯერ ვერ გადამიწყვიტავს, თუმცა ალბათ ორივე მათგანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენი საყვარელი სიმღერების სიაში. რაც შეეხება ჩემს ბლოგს, დღეს მისი მთავარი გმირი ერთი მოსმენით შეყვარებული ELO-ა. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით ვისზეა საუბარი, მაშინ ბრიტანული როკ-ჯგუფის, Electric Light Orchestra-ს ყველაზე ცნობილი სიმღერის შეხსენებით გავაგრძელოთ.

“Mr. Blue Sky” სწორედ ის სიმღერაა, რომელმაც ჩემი მუსიკალური ინტერესი გააღვიძა ამ ჯგუფის მიმართ. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჯგუფის სოლისტი და სიმღერების ავტორი ჯეფ ლინი ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ალპებში, რათა ახალი ალბომის, “Out Of The Blue-ს“, დასასრულებლად მუზა ეპოვა, თუმცა, როგორც თავად ყვება, ალპების მშვენიერება მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რაც ორკვირიანი ბურუსის შემდეგ ცაზე მზე გამოჩნდა. სწორედ ლურჯი ცის კიდევ ერთხელ ხილვით გამოწვეულმა აღტაცებამ დააწერინა ჯეფს სიმღერა “Mr. Blue Sky”, რომელიც მოგვიანებით ისეთ ფილმებსა და მულტიპლიკაციურ ნამუშევრებში გამოჩნდა, როგორებიცაა: „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“, „გალაკტიკის მცველები 2“, „მეგატვინი“ და ა.შ.
თუმცა ვთვლი, რომ “Mr. Blue Sky” სულაც არ არის ჯგუფის საუკეთესო ნამუშევარი. შეიძლება ითქვას, რომ ELO-ს რამდენიმე ალბომის გამოშვება დასჭირდა იმისათვის, რომ მიმხვდარიყო რა სურდა და საით მიდიოდა, თუმცა მთავარი ხაზის პოვნის შემდეგაც შეძლო მისი შემოქმედება უფრო და უფრო გაემრავალფეროვნებინა, მაგრამ ამით ინდივიდუალურობა არ დაეკარგა.
თუმცა როდესაც ჯგუფის ინდივიდუალიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის გავლენა, რომელიც მას საფრთხეს ყოევლთვის უქმნიდა და რომლის სახელიც “The Beatles”-ა. „როკ-მუსიკამ განვითარება უნდა განაგრძოს იქიდან, სადაც The Beatles-მა შეწყვიტა“,-ამბობდა ჯეფი. თავად ჯონ ლენონმა ჯგუფი „ბიტლების შვილად“ მოიხსენია, რაც ერთი მხრივ, დიდი კომპლიმენტია, მეორე მხრივ კი ELO-ს ლეგენდარული ჯგუფის ჩრდილ ქვეშ აყენებს. მართლაც, ამ ბრიტანული როკ ჯგუფის შემოქმედებას სულ თან გასდევს „ბიტლები“, რომელიც ზოგჯერ მეტად იგრძნობა, ზოგჯერ კი - ნაკლებად, თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯგუფმა თავისი სახელი მაინც დაიმკვიდრა. ჯეფ ლინმა 70-იანების პოპის, დისკოს, სიმფონიური ორკესტრის, ცოტა როკ ენ როლისა და ცოტაც კოსმიური ჟღერადობის სინთეზით არაერთი ისეთი ნაწარმოები თუ მთლიანი ალბომი შექმნა, რომელმაც გარკვეული ადგილი დაიკავა მეოცე საუკუნის მუსიკალურ ინდუსტრიაში.
მართალია, ჯგუფი განსაკუთრებული სიღრმის მქონდე ტექსტით არ გამოირჩევა, თუმცა ამ მხრივ ჩემი ყურადღება 1981 წელს გამოცემულმა სიმღერამ, “21st Century Man-მა“ (ქართულად - 21-ე საუკუნის ადამიანი) მიიპყრო. „ერთ დღეს გმირი ხარ, მეორე დღეს კი - კლოუნი“,-მოცემულია ტექსტში, რომელიც მშვენივრად ასახავს ჯერ არ დამდგარი საუკუნის მარტივ რეალობას. სიმღერა ალბომ “Time”-ს ეკუთვნის, რომელიც უფრო მეტად ადრეული, პროგრესული როკის ელემენტების მატარებელია.

ჯგუფს ჯამში 16 ალბომი აქვს გამოცემული, თითოეული მათგანი კი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად დიდია დასაფასებელი და ერთი მოსმენით შესაყვარებელი სიმღერების სიაც, თუმცა პირველი მათგანი, რომელიც მსგავსი დახასიათებისას მახსენდება, “Need Her Love” არის, ამიტომ ELO-ზე საუბარს მის გარეშე ვერ დავასრულებდი.
და ბოლოს, Electric Light Orchestra-ს მსმენელის გაოცების არაჩვეულებრივი უნარი აქვს. რამდენჯერმე შევნიშნე, თუ როგორ შემოდის სიმღერაში რაღაც ახალი და მოულოდნელი, როდესაც უკვე მზად ხარ შემდეგ სიმღერაზე გადასასვლელად. სწორედ ერთ-ერთი მათგანია სიმღერა Shangri-La. რომ არა მისი მოულოდნელი და საოცრად ლამაზი დასასრული, ის ალბათ ჯგუფის ერთ-ერთი მორიგი საშუალო დონის სიმღერა იქნებოდა.
ამიტომ, თუ კი ELO ჩემსავით ერთი მოსმენით არ შეიყვარეთ, შეგიძლიათ თამამად მისცეთ მას კიდევ ერთი შანსი, რადგანაც Electric Light Orchestra სწორედ ის ჯგუფია, რომელიც რაღაც ახალს შემოგთავაზებთ მაშინაც კი, როცა მისგან აღარაფერს ელით.